Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ცხვრის ხორცი - კეთილხარისხოვანი ცხვრის ხორცი მკვრივი და ელასტიურია. მისი ცხიმი თეთრია. თუ მას მოყვითალო ფერი დაჰკრავს, ხოლო სტრუქტურა ფაშარია, უნდა მივხვდეთ, რომ ასეთი ხორცი, ბებერი ცხვრის არის. ყიდვისას არ დაგავიწყდეთ, რომ ხელით დაჭერისას, ხორცმა სწრაფად უნდა მიიღოს საწყისი მდგომარეობა.

სუნი განსაზღვრავს მის სიახლეს. მას უნდა ჰქონდეს სასიამოვნო და არა გახრწნისა და სიდამპლის სუნი. საერთოდ, ნებისმიერი ხორცის შერჩევისას, უნდა გავითვალისწინოთ ცხოველის ასაკი: რაც უფრო ახალგაზრდაა იგი, ხორცი უფრო ნაზია, ხოლო ხანდაზმულის კი, უფრო მკვრივი. სამ თვემდე ასაკის ბატკნის ხორცი ძალიან ნაზია, ხოლო ძუძუს ბატკნის (რვა კვირამდე) კიდევ უფრო ნაზი. აქვს არაჩვეულებრივად რბილი გემო და დელიკატესად ითვლება. საერთოდ ცხვრის ცხიმი თავისი შემადგენლობით ცვლის ზეითუნის ზეთს. მეცნიერთა კვლევის ბოლო მონაცემებით, ცხვრის ხორცი აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად.

ცხოველის ასაკი, ხორცის შეფერილობითაც შეგვიძლია დავადგინოთ, რაც უფრო ღია ფერისაა ხორცი, მით უფრო ახალგაზრდაა იგი და პირიქით. თუ გადაწყვიტეთ, რომ ძუძუს ბატკნის ხორცი შეიძინოთ, მიაქციეთ ყურადღება წლის რომელი პერიოდია. როგორც წესი, დოლი მიმდინარეობს იანვრიდან - მარტის ჩათვლით. განაყინი ცხვრის ხორცის გამოცნობა შეგვიძლია კაშკაშა წითელი ფერით. ამ დროს, იგი კარგავს ელასტიურობას და თითის დაჭერის შემდეგ, აღარ უბრუნდება საწყის მდგომარეობას. გახსოვდეთ! ხელმეორედ ხორცის გაყინვისას, იგი კარგავს ბევრ სასარგებლო თვისებას. ასევე ყურადღება მიაქციეთ,იმას, რომ გაყინული ხორცის გალღვობა არ შეიძლება თბილი წყლის გამოყენებით.
ცხვრის ხორცი სიცივეში კარგად ინახება. მისი შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა

4-7 გრადუსი ცელსიუსია. უმაცივროდ იგი მალე ფუჭდება. ჩაბასტურმება მისი შენახვის ვადას, ერთი კვირით კიდევ გაახანგრძლივებს. გაყინული ცხვრის ხორცის შენახვა 6 თვემდეა შესაძლებელი.