Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ხორცის ნაწარმი - თუ ხორცი ითვლება ძვირადღირებულ კვების პროდუქტად, მაშინ მის ნაწარმს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ დელიკატესი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ამ ნაწარმში მართლაც ხორცია და არა მისი უამრავი შემცვლელი (სოიო, უჯრედისი, სახამებელი, ცხიმის ემულსია და ა.შ.) აქედან გამომდინარე, პროდუქტის ნატურალურობის შეფასებაა ძირითადი მოთხოვნა, ამგვარი ნაწარმის შეძენისას.
ხორცის ნაწარმი, იმის მიხედვით თუ რა ტექნოლოგიის გამოყენებით იქნა მიღებული, შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად: მოხარშული, შებოლილი, უმად შებოლილი, შებრაწული, დამარილებული, მოხარშულ-შებოლილი, შებრაწულ-შებოლილი.

მათ შორის ყველაზე პოპულარულია - ძეხვეული (სოსისი, სარდელი და სხვადასხვა შებოლილი ნაწარმი)
ძეხვეულის შერჩევისას, კარგად დავრწმუნდეთ, რომ ბატონი არ იყოს ზედმეტად სველი, გარსი მთლიანი, არც გამსკდარი და არც დანაოჭებული. სუნი ბუნებრივი, სასიამოვნო და არა მჟავე. ამ პროდუქტების შეძენამდე კრგად გაეცანით მის ეტიკეტს, რომელზეც განთავსებულია მისი გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა. მიაქციეთ ყურადღება ამ პროდუქტის შემადგენლობას. მწარმოებელი ხშირად ბევრ კვებით დანამატს იყენებს ამ პროდუქტის შექმნისას. ეს დანამატები, ემსახურება მწარმოებლის ინტერესს და არა მომხმარებლისას. დანამატები აუმჯობესებს ნაწარმის სასაქონლოს სახეს და უხანგრძლივებს მას შენახვის ვადას. ბევრი მათგანი ზიანის მომტანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ამიტომ რაც ცოტას შეიცავს პროდუქტი, მით უფრო მისაღებია ჩვენთვის. მაგალითად, კვებითი დანამატი, ნატრიუმის ნიტრიტი (E250) პროდუქტს აძლევს მიმზიდველ მოვარდისფრო, მოწითალო შეფერილობას. ეს ნივთიერება ძალიან მცირე რაოდენობით, არავითარ ზეგავლენას არ ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ხოლო თუ ზომაზე მეტია, თერმული დამუშავების პროცესში, გარდაიქმნება კანცეროგენულ სიმსივნის წარმომქმნელ) ნივთიერებად, რაც ძალზედ სახიფათოა.

თუ მოხარშვის დროს წყალმა მიიღო მოვარდისფრო შეფერილობა, ეს მანიშნებელია, რომ ნატრიუმის ნიტრიტი ზომაზე მეტი აქვს მას. ნუ გამოვიყენებთ ასეთ ნაწარმს. ზოგადად, ზომაზე მეტად მარილიანი გემო და ძალიან კაშკაშა წითელი ფერი პირველი ნიშანია უხარისხო ხორც-პროდუქტის. მომხმარებელს ხელეწიფება უმარტივესი გზით დაადგინოს მოხარშულ ძეხვში ზომაზე მეტი სახამებლის არსებობა, ამისთვის საკმარისია გაჭრილ ძეხვს დავაწვეთოთ იოდი. თუ იგი გალურჯდა, მასში სახამებელი ზომაზე მეტია ანუ ხორცის პროცენტული შემცველობა შემცირებულია ამ პროდუქტის ხარჯზე. გაითვალისწინეთ, რომ საქონლის ფასი, ხშირ შემთხვევაში მაჩვენებელია, მისი ხარისხის. იაფფასიანი ხორც - პროდუქტი ბუნებაში არ არსებობს.

ხორცის ნაწარმი ინახება 0-6 გრადუს ცელსიუსზე, 80% ტენიანობის პირობებში. ამაზე ნაკლებ ტენიანობის პირობებში, ძეხვეული მალე შრება. მაგალითად, სოსისი და სარდელი ვაკუუმშეფუთვის გარეშე ზემოაღნუშნულ პირობებშიც კი, მხოლოდ 72 საათი ინახება. არ არის რეკომენდირებული აღნიშნული პროდუქტის შენახვა საყინულეში, ვინაიდან იგი გემოს უცვლის. ყველაზე დიდხანს ინახება უმად შებოლილი ძეხვეული. უფრო ნაკლები აქვს შენახვის ვადა მოხარშულ-შებოლილ და ნახევრად შებოლილ ძეხვებს. მოხარშული ძეხვის შენახვის ვადა დამოკიდებულია მისი დამზადების ტექნოლოგიაზე, ამიტომ ყოველთვის გავითვალისწიონოთ მის ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია.