Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

2016 წლის 15 იანვარს გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშის თანახმად, შპს „ხარისხის ლაბორატორია - LLC Quality Lab’’ საერთაშორისო პროვაიდერ FAPAS-ის მიერ ჩატარებულ PT (proficiency test) GMO/გმო (თვისობრივი და რაოდენობრივი) პროფესიული ტესტირების შედეგების მიხედვით უმაღლესი შედეგით შეფასება და კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი დონის კვლევაში მონაწილეობა აქამდე არცერთ ქართულ ლაბორატორიას არ მიუღია.

პროფესიულ ტესტირებაში PT (proficiency test) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ლაბორატორიები მონაწილეობენ. მონაწილეთა მიერ შედეგების წარდგენის შემდეგ ხდება მათ მიერ ნაჩვენები შედეგების სტატისტიკური დამუშავება, დგება საბოლოო ანგარიში და მასი მიხედვით ლაბორატორიის საქმიანობის ხარისხის შეფასება.

აღნიშნული კვლევები ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ იმ ISO 17025 – ის სტანდარტებს, რომლითაც უმაღლესი აღიარების ტესტირების და რეფერალური ლაბორატორიები სარგებლობენ.